Sunday, November 11, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მადონა გველებიანი   პ.ნ. 12001033989
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-1 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 17 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: „ხილი და ფერები“
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ხილის და ფერის დასახელება, დაკავშირება ერთმანეთთან. ისტის გამოყენებით შეასრულონ სავარჯიშოები და დააკავშირონ ხილი ფერთან.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ქ.მ.I.4.   მოსწავლეს შეუძლია მარტივი აღწერითი\ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის მოსმენა და გაგება.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოცემული ნიშან-თვისებების მიხედვით ამოიცნობს პერსონაჟს/ცხოველს/საგანს  (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს აღწერილ საგანს, აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან, ჟესტიკულაციით განასახიერებს, ხატავს, მიუთითებს რეალურ საგანზე;
ქ.მ.I.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს არავერბალური საშუალებებით (მაგ., ვინ არის და რა ჰქვია, რამდენი წლისაა, ვის რა აქვს/ჰყავს, ვინ რას აკეთებს, ვის რა უყვარს/რა უნდა, როგორი ამინდია, რა ფერისაა ესა თუ ის საგანი და სხვა).

ქ.მ.I.9. მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით სურათის აღწერა.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასახელებს პერსონაჟს/ცხოველს/საგანს;
  • ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს (მაგ., დიდი, მაღალი, მსუქანი, მრგვალი, ლურჯი);
ქ.მ.I.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა[1].

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ ასოს და სწორად წარმოთქვამს მას;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;

·         ქ.მ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.
ის ტექნ. I.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·       აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება)

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (35 წთ)
1
 მოსწავლეები ასახელებენ მათთვის ნაცნობ ხილს.
          
გონებრივი იერიში

ფორუმი


დაფა, ცარცი

5 წუთი
2
უყურებენ პრეზენტაციას თემაზე ხილი და ფერები




პრეზენტაცია


ფორუმი



კომპიუტერი, პროექტორი

8 წუთი
3.
ვიდეოს მიხედვით პასუხობენ კითხვებს: რომელი ხილია და რა ფერისაა?
კითხვა- პასუხი
ინდივიდუალური

5 წუთი
4.
კომპიუტერული ცოდნის გააქტიურებით (ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით) ასრულებენ სავარჯიშოს
ელექტრონულ სამუშაო გვერდზე მუშაობა.
ინდივიდუალური
კომპიუტერი
8 წუთი
5.
გკვეთილის შეაჯამება.



 ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე

ფორუმი

ფლიპჩარტი მარკერი

7 წუთი
6.
საშინაო დავალება დახატონ ის ხილი რომელიც სახლში აქვთ და გააფერადონ შესაბამისად.

ფორუმი

2 წუთი




განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ხილისა და ფერების დასახელება
ასახელებს ყველა ხილს, ფერს და აქტიურობს გაკვეთილზე.
ასახელებს რამდენიმე ფერს და ხილს .
ვერ ასახელებს ორზე მეტ ფერს ან ხილს.
 ხილის უსადაგებს შესაბამის ფერს.
ნასწავლ ყველა ხილს უსადაგებს  ფერეს.
ნაწილობრივ უსადაგებს ხილს და ფერს.
ვერ უსადაგებს ორზე მეტ ხილს და ფერს.
კომპიუტერში ავსებს სავარჯიშოს.
დახმარების გარეშე შეუძლია ხილის და ფერების ერთმანეთთან დაკავშირება.

ნაწილობრივ შეუძლია ხილის და ფერების ერთმანეთთან დაკავშირება.

ვერ უკავშირებს ხილის და ფერების ერთმანეთს.