სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:  ქართველი მგოსანი
პროექტის მთავარი იდეა: აკაკი წერეთლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:  ამ სასწავლო პოექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ  ქართველი მგოსნის-აკაკი წერეთელი  ახალი ქართული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამიტომ ადვილად იკითხება მისი მრავალფეროვანი შემოქმედება. ეს კი მოტივაციას გაუზრდით გაეცნონ სხვა ქართველ მწერლების შემოქმედებას.
პროექტის მიზანი: არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარის გამომუშავება, სწავლის მოტივაციისა და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ჩართულობის გაზრდა. ისტ-ის გამოყენების უნარების განვითარება. საკუთარი შესაძლებელობების გამოვლენა სხვადასხვა მიმართულებით, საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება/დახარისხება და თვითშეფასების ამაღლება.
 მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: 01.04.2018 – 26.04.2018
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი მწერლის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, და დამოუკიდებლად მოამზადებენ პრეზენტაციებს ქართველი მგოსნის შესახებ. უკეთ შეძლებენ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, შეაფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აქტივობები გამოიწვევს მათი მოტივაციის გაზრდას და თვითშეფასების ამაღლებას რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი (ინფორმაციის მოსაძიებლად), წიგნები, ფურცლები, კალმები.

პროექტის მსვლელობა: 

პროექტი  ორი ნაწილისაგან შედგება: მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით და ვაძლევ მოსაძებნად აკაკი წერელის ბიოგრაფიის გაცნობას სასკოლო ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გამოყენებით.

I - ნაწილი: ქართველი მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედების გაცნობა.
მოსწავლეები მოიძიებენ მწერლების ბიოგრაფიულ ცნობებს, გაეცნობიან შემოქმედებას. 
II – პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა.
მწერლის ბიოგრაფისა და შემოქმედების გაცნობის დროს მოძიებული მასალის გამოყენებით მოამზადებენ და წარადგენენ პრეზენტაციებს მათთვის საინტერესო თემებზე.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
..VIII.19. - მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.
..VIII.21. - მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
..VIII.23. - მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.  
..VIII.24. - მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.
..VIII.5. - მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

პროექტის ხელმძღვანელი: მადონა გველებიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mado.gvelebiani79@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


ქართული მარტო ენაა?!

No comments:

Post a Comment